tyibulis municipaliteti  
  

 

 

qalaqi tyibuli
ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

geografia

მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთით, მდინარე ტყიბულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 590 მეტრზე.

ტყიბულში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,2°C, იანვრისა 2,6°C, ხოლო ივლისისა 21°C. ნალექები 2140 მმ წელიწადში.

istoria

ტყიბული (ტყვიბული) ისტორიულ წყაროებში პირველად 1259-1293 წლით დათარიღებულ ძეგლში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ტყიბული აგიაშვილების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. 1825 წელს აღმოჩენილ იქნა ქვანახშირის საბადო. 1846 წელს დაიწყო ქვანახშირის მოპოვება. 1887 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი–ტყიბულის სარკინიგზო ხაზი და ქვანახშირის მოპოვებამ მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია. 1939 წლის 20 სექტემბერს სოფელი ტყიბულისა და დაბა ტყიბულის გაერთიანების შედეგად შეიქმნა ქალაქი ტყიბული. ქვანახშირის მოპოვებამ მაქსიმუმს მიაღწია 1950-იან წლებში, აშენდა ქავანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა. 1980-იან წლებში მოქმედებდა 4 შახტი. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შახტებში ქვანახშირის მოპოვება პრაქტიკულად შეწყდა, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა კი დაინგრა. 2006 წელს ქვანახშირის მოპოვება აღდგა ორ შახტაში, განახლდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 9770 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1922  1842    
1926  1 023    
1939  9 202    
1959  22 702    
1970  23 153    
1979  21 821    
1989 21 994    
2002 14 464    
2014 9770 4622 5148
2021 8 899    
       

ekonomika

ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგია ქვანახშირის მრეწველობა. ქალაქში ასევე მოქმედებს ჩაის ფაბრიკა. ქალაქში მდებარეობს შაორის ჰიდროელექტროსადგური. ჰესს წყალი მიეწოდება შაორის წყალსაცავიდან. სადგურის რომლის საპროექტო სიმძლავრე 38.4 მგვტ.-ია, ხოლო საშუალო სიმძლავრე - 28.0 მგვტ.

transpotri

ტყიბული საავტომობილო გზებით უკავშირდება თერჯოლას, ქუთაისსა და ამბროლაურს. არის რკინიგზის ბოლო სადგური ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო ხაზზე. ტყიბული სარკინიგზო ხაზით თბილისიდან დაშორებულია 264 კმ-ით, ხოლო მანძილი ქუთაისიდან 42 კმ-ით.

ganaTleba da kultura

ტყიბულში არის 6 საჯარო სკოლა და ექვსი საბავშვო ბაღი, 5 ბიბლიოთეკა. კულტურის დაწესებულებებიდან აღსანიშნავია ქალაქის კულტურის ცენტრი (სახალხო თეატრი), რომლის დარბაზი გათვლილია 500 მაყურებელზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სამხატვრო სკოლა, ხელოვნების სკოლა, ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია.

ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება: მრავალპროფილიანი საავადმყოფო, დიაგნოსტიკური ცენტრი და სასწრაფო სამედიცინო სამსახური - 03.

ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი „მეშახტე“ და ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი.

 

 

foto galerea

რეგიონი იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°21′01″ ჩ. გ. 42°59′54″ ა. გ.
დაარსდა
1939 წ
ამჟამინდელი სტატუსი
1939 წ
ცენტრის სიმაღლე 590  მ
მოსახლეობა 9770 (2016)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %
რუსები 0,75 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 497
საფოსტო ინდექსი 4300
ოფიციალური საიტი https://tkibuli.gov.ge/

 

 

ტყიბულის დროშა ტყიბულის გერბი

შაორის ჰიდროელექტროსადგური